."ჯი-ეიჩ-ენი". კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილბები ფართოვდება, - აღნიშნულს „კონკურენციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილბები ითვალისწინებს, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, კანონპროექტის მიზანია მოქლაქეების დაცვა ფასების ზრდისგან, ხოლო მცირე მეწარმეების დაცვა არაჯანსაღი კონკურენციისგან.
„მიაგვაჩნია, რომ ბაზარზე არსებული ნებისმიერი არაჯანსაღი კონკურენცია აზიანებს, არამხოლოდ ერთეული ადამიანების უფლებებს, არამედ ყველას. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვის უფლება ჰქონდეს, არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულს, ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გააჩნია", - განაცხადა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, კონკურენციის მიმართულებით რეფორმა 2 ეტაპად დაიგეგმა, კერძოდ კი პირველად, კონკურენციის სააგანტოს მიენიჭა უფრო მეტი დამოუკიდებლობა, გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან და საჯარო სამართლის იურიდიული პირად ჩამოყალიბდა.
„მეორე ეტაპი მისი უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. თუ აქამდე სააგენტოს ფუნქცია იყო სახელმწიფო დახმარებებისა და პროგრამების კვლევა. ამჯერად მისი ფუნქცია იქნება კერძო სექტორის მართლზომიერი მოქმედებების კვლევა", - განმარტა ხუროშვილმა.