ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ჰერმან ვან რომპეი აირჩიეს. ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირს მომდევნო 2 წლისა და 5 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილება გაერთიანების წევრებმა ერთხმად მიიღეს სამიტზე, რომელიც 1-ელ მარტს გაიხსნა.
ევროკავშირის სამიტის მთავარი თემა საბიუჯეტო პაქტის მიღებაა, რომელსაც 27-დან 25 წევრი ხელს მოაწერს. დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ევროპელი ლიდერები სამიტზე სირიაში შექმნილ კრიზისზეც იმსჯელებენ. გარდა ამისა, სერბეთს შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მიანიჭონ.