საქართველო ევროკავშირისგან სისხლის სამართლის რეფორმის განსახორციელებლად 18 მილიონ ევროს მიიღებს. შეთანხმებას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ მოაწერეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბარამიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან ნდობის გამოცხადების და ქართული რეფორმების მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განხორციელებული რეფორმებით საქართველო რეგიონში მისაბაძ მოდელად იქცა.
შტეფან ფულემ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარკების დაწყების პერსპექტივაზე.