არ მესმის რატომ უნდა შეიზღუდოს ჩემი უფლებები, თუ ამის საშუალებას კონსტიტუცია მაძლევს, - ასე განმარტა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მიზეზები.
"კანონის და კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება ამა თუ იმ თანამდებობაზე კენჭი იყაროს. არ მესმის რატომ უნდა შეიზღუდოს ჩემი უფლებები თუ ამის საშუალებას კონსტიტუცია მაძლევს. სხვა ქვეყნებში ასეთ ვადებზე შეზღუდვები საერთოდ არ იყო ან დღემდე არც არის", - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, მის მთავარ მიზანს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განმტკიცება წარმოადგენს.
"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ჩემს მთავარ მიზანს რუსეთის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განმტკიცებას მივიჩნევ რათა ქვეყანა სტრატეგიული პერსპექტივების კუთხით საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს", - აღნიშნა პუტინმა.