აქართველოში პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირმა ოცი საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია. გამარჯვებული ორგანიზაციები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა, პერ ეკლუნდმა "თბილისი მარიოტში" გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე გამოავლინა.
საგრანტო დახმარების სახით გამოყოფილი საერთო თანხა 2.1 მლნ ევროს აღემატება და ის პროექტების ფარგლებში მრავალფეროვანი საქმიანობის განხორციელებას მოხმარდება.
2009 წლის აპრილში სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოცხადებული ორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული 20 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 18 ქართულია:
კულტურული ურთიერთობების ცენტრი კავკასიური სახლი (საქართველო)
ფრიდრიხ ებერტის საზოგადოება (გერმანია)
კავშირი საზოგადოებრივი ასოციაცია "ბემონი" (საქართველო)
მერცყ ცორპს სცოტლანდ (დიდი ბრიტანეთი)
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი (საქართბელო)
საქართველოს განვითარებისა და კვლევების ცენტრი (საქართველო)
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (თბილისი)
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
ბავშვები და გარემო (საქართველო)
"დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში გამოცხადებული გრანტების კონკურსში 11-მა ქართულმა ნგო-მ გაიმარჯვა:
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" (ბათუმი)
რაგბის მხარდამჭერთა ლიგა
ასოციაცია "მრავალეროვანი ქალები"
საგანმანაღლებლო ინიციატივების ცენტრი
დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლი (ბათუმი)
სტუდია მონიტორი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
საეაბილიტაციო ცენტრი (ბათუმი)
საქართველოს ძალადობის წინააღმდეგ ქსელი
გურიის აგრობიზნესცენტრი (ოზურგეთი)
სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი
"ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და სტაბილურობის დამყარება, რასაც ადგილობრივი აქტორების გაძლიერებით მივაღწევთ", - განაცხადა პერ ეკლუნდმა.