მიხეილ სააკაშვილმა დებატებზე თავის გამონათქვამებით მმართველ პარტიას პროვოკაციის მოსაწყობად მწვანე შუქი აუნთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ გუშინ, პარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც მათი ფრაქციის წევრები დებატებში გამოდიოდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, სააკაშვილმა მათი ფრაქციის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რასაც გაგარძელაბა „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხირდან მოჰყვა.
ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი ბაღათურიას გამოსვლის დროს თავიდან აიჭრა, შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გავიდა და მყისიერად შეცვლილი სახით დაბრუნდა. ეტყობა დიპლომატიური კორპუსის წინაშე გააცნობიერა მოსალოდნელი შედეგები და ხელი აიღო იმ პროვოკაციული ჩანაფიქრისგან, რომლის განხორციელებასაც გეგმავდნენ", - აცხადებს ლორთქიფანიძე.