ხელისუფლების ამოცანაა, რომ ქვეყნის წარმატება გახდეს თითოეული ოჯახისთვის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პარლამენტში პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ განუცხადა.
"არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს დაზღვევის გარეშე. ასევე არ უნდა დარჩნენ უსამართლობის წინაშე, თუ აქვთ დაზღვევა და იმედი, რომ ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ", - აღნიშნა ურუშაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა მრავალშვილიან ოჯახებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის, ის რასაც ხალხი ხელისუფლებისგან ელოდება.
"ქვეყნის წარმატება უნდა გახდეს ხელმისაწვდომი თვითეული ოჯახისთვის. ეს არის ჩვენი მთავბრობის ძირითადი ამოცანა", - განაცხადა მინისტრმა.