რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა.
როგორც ტყეშელაშვილმა პარლამენტში პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟერა.
„პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო კონკრეტული ხედვა, როგორ აპირებს ჩვენი ხელისუფლება იმ პრობლემების გადალახვას, რომელიც საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე შეფასებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშენებლობის პროცესში იმ ფუნდამენტს, რომელსაც საფუძველი წინა წლებში ჩაეყარა და რომელზედაც მომავალში უნდა გაგრძელდეს რეფორმების განხორცელება.