14 იანვარს პარლამენტში, პარლამენტის და ტელე-პროექტ `ეტალონის~ სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ორგანიზებით `ეტალონის ორდენით~ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის პრესსამსახურმა და პროექტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
როგორც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი განმარტავს, ეტალონები სხვადასხვა სფეროდან 14 უმაღლესი სასწავლებლიდან გამოკითხული, დაახლეობით 3 ათასი საუკეთესო სტუდენტის შეფასების საფუძველზე გამოვლინდება.
ეტალონის სტატუსი შემდეგ რვა ნომინაციაში გამარჯვებულ პირებს მიენიჭებათ: - 1. მსოფლიო ეტალონი პოლიტიკოსი 2. ეტალონი საზოგადო მოღვაწე 3. ეტალონი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში 4. ეტალონი პოლიტიკოსი ოპოზიციაში 5. ეტალონი სპორტცმენი 6. ეტალონი ტელე-გადაცემა 7. ეტალონი კომპანია 8. ეტალონი ბიზნესმენი.
`ეტალონის ორდენით~ დაჯილდოების ცერემონია მინისტთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით გაიმართება. ღონისძიებას კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი წაუძღვება.
`ეტალონის ორდენით~ დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 20:00 საათისთვის დაიწყება, ტელეკომპანია `მზის~ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.