საქართველოში ადამიანის უფლებები უფრო მეტად არის დაცული ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს პატიოსნად, არ ფიქრობს ქურდობაზე, ყაჩაღობაზე, კორუფციაზე მას არავინ შეეხება.
„მათი უფლებები საქართველოში უფრო მეტად არის დაცული ვიდრე ძალიან ბევრ ევროპის სახლემწიფოში და შემომედაოს ამაში ვისაც უნდა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ყველა თანაბარია კანონის წინაშე.
„პატიმრებს რაც შეეხება, შევარდნაძის პერიდის ციხეები მოგწონდათ, როდესაც ქურდები შიგნიდან მართავდნენ ციხეს", - მიმართა ოპოზიციას ცისკარიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, სასამართლობთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ჩივის, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
„როდის იყო კარგი შევარდნაძის დროს, როცა ვისაც უფრო მეტი ფული ჰქონდა ის იგენდა პრიცეს? სასამართლოს რეფოემის თვალსაზრისით 2/3 გზა გავლილია და რეფორმა გრძელდება", - აღნიშნა მან.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერი დაინტერესდა არის თუ არა ოპოზიცია ამ დემოკრატიული რეფომებისთვის.
„ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვაშენებთ და ავაშენებთ დემოკრატია, მაგრამ საკითხავია თქვენ თუ ხართ ამ დემოკრატიისთვის მზად? არამგონია ამაზე დადებითი პასუხები იყოს, რადგან თქვენი ბოლო მოქმედებები, მათ შორის საკანინმდებლო თვალსაზრისით ნეგატიურ პასუხებს იძლევა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.