წყალტუბოს მღვიმეში ჩასული ტურისტებისათვის მნიშვნელოვანია პროდუქტი იქნება მიწისქვეშა ტბა, სადაც ტურისტებს ტბაზე ნავით გასეირნების საშუალება ექნება.
პროექტის თანახმად, ნავებს "არგონავტების" კოსტიუმებში გამოწყობილი მენავეები მართავენ, თავად ტურისტები კი საწმისის გატაცების თანამონაწილენი ხდებიან. სპეცეფექტების მიხედვით, მოგზაურობა დაძაბული და სახიფათოა. წყლიდან ამოდიან ბუშტუკები და ნისლის ეფექტს ქმნიან. Uტურისტებს პერიოდულად დადევნებული `გველის~ ღრენა ესმით, რომელიც საწმისის დაბრუნებას ლამობს. თუმცა ტურისტების თავგადასასავალი "ჰეფი ენდით" სრულდება.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მღვიმე "ოქროს საწმისის~ პროექტი გაზაფხულამდე უნდა დასრულეს. ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სამშენებლო და გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს ხანებში მღვიმის განათებითი სამუშაოებიც დასრულდება, რომელზედაც გერმანელი დიზაინერები და ინჟინრები მუშაობენ.
წყალტუბოს მღვიმის ტურისტული განვითარების პროექტი ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და სახელმწიფო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის განხორციელება 2007 წლის დეკემბერში დაიწყო და 2010 წლის გაზაფხულზე დასრულდება. წყალტუბოს მღვიმე საქართველოს კარსტულ მღვიმეებს შორის მისი წარმოშობისა და სანახაობის გამო, საინტერესოა. მღვიმე 4 ძირითადი დარბაზისაგან შედგება, რომელშიც მდინარე გაედინება, რომელიც საბოლოოდ მიწისქვესა ტბას უკავშირდება.
მღვიმის დასახელებიდან გამომდინარე მისი დიზაინი და დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი მარშუტი ლეგენდის მიხედვით განისაზღვრა. იმავდროულად, მღვიმის ტერიტორიაზე კეთდება დიდი ტურისტული კომპლექსი, რომლის გარშემო ივლის მატარებელი.
მღვიმეებში არსებული სიფონური მონაკვეთები უნიკალურ საშუალებას იძლევა, წყალტუბოს მღვიმის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სპელეოლოგიური ცენტრის მიერ ორგანიზებული იქნას დაივერთა და სპელეოლოგთა სწავლება.