საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პაატა დავითაიას განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია.
„უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა პრეზიდენტის მხრიდან. აგრეთვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ცალმხრივად ხდება უვიზო სავიზო რეჟიმის გაუქმება რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დავითაიამ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.
მისი თქმით, შიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად პრეზიდენტისგან ახალი არაფერი თქმულა.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯანდავის რეფორმა წარმატებულია, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არანაირ წარმატებას არ ვხდავ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. პრეზიდენტის განცხადებას სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ, რომ უნდა გაგრძელდეს ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვა", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.