საქართველოს განვითარების გეგმის შესრულებამდე ჯერ კიდევ სამი წელი რჩება. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
"შარშან, როდესაც ამ ტრიბუნიდან მოგმარეთეთ, მე წარმოგიდგინეთ საქართველოს განვითარების გეგმა 2015 წლისთვის. ამ თარიღამდე ჯერ 3 წელი რჩება. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ გეგმის შესრულებამდე, მაგრამ უკვე სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დავისახეთ", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ პროგრესს ის ხაზს უსვამს არა იმიტომ, რომ ვინმეს კეთილგანწყობა მოიპოვოს.
"არც იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ თვითკმაყოფილმა მოვიწონო თავი თქვენ წინაშე - ჩვენი დემოკრატიისა და წინსვლისთვის სასიცოცხლოდ მინშვნელოვანია, რომ თქვენ მუდმივად მოითხოვოთYპასუხი ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირების შესრულებაზე, ეს ეხება წარსულში გაკეთებულ დაპირებებსაც და დღევანდელსაც", - განაცხადა მან.