"ჩვენი ეკონომიკა უკვე სტაბილურად იკრებს ძალას. გასულ წელთან შედარებით, თითქმის 67 პროცენტით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
"მიუხედავად ჯერაც ბევრი პრობელემისა, თუნდაც ბოლო დროს საწვავზე ფასის მკვეთრი ზრდისა, ჩვენი ეკონომიკა უკვე სტაბილურად იკრებს ძალას. გასულ წელთან შედარებით, თითქმის 67 პროცენტით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, სასურველზე ნაკლებია, მაგრამ არის იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენი რეგიონის უმეტესობაში და თითქმის ორჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე რუსეთში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველომ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება როგორც პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივით.
"გასული ორი წლის განმვლობაში 100 ათასზე მეტი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში. ვიზიტორების რაოდენებამ შარშან თითქმის 3 მილიონს მიაღწია. ეს ყველაფერი ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესშესაძლებლობას ჩვენი ხალხისთვის და, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სამუშაო ადგილს", _ განაცხადა სააკაშვილმა.