საქართველოს სწაფვა ცვლილეებებისა და რეფგორმებისკენ მოდერნიზაციისკენ ისევ უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას.
"ჯერაც ძალიან ბევრი საქმეა დაუმთავრებელი. ჩვენი ხალხის ბევრი მოთხოვნილება ჯერაც დაუკმაყოფილებელია. მიუხედავად ამისა, დღეს როგორც არასდროს უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე ვგრძნობთ რომ ყინული დაიძრა, რომ ნავსი ტყდება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა..
მისივე თქმით, საქართველო ჯერ არ მისულა იქ, სადაც უნდა, მაგრამ "ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით მომენტი დიდხანს ნანატრი მდგომარეობისა და შესაძლებლობებისა რომელიც ახლა ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ. ათვლის წერტილი არის ის, რომ საქართველო ისევ იწყებს წინსწვლას, ჩვენ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი წარსულს ჩავაბარეთ".