საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს თბილისის ლოგოპედური სკოლის დახურვის საკითხზე დაინტერესებას ურჩევს.
როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, თბილისში ლაღიძის #7-ში 45 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ლოგოპედური სკოლა, რომელმაც 15 თებერვლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა.
„ამ სკოლში 144 ბავშვი სწავლობდა და განათლების სამინისტრომ ისე დახურა, რომ მშობლებისთვის არც კი უკითხვთ. როგორც ჩანს ამის მთავრი მიზანი მისი მდებარეობა, რადგან მიმდებარე ტერიტორიას კარგი საბაზრო ღირებულება გააჩნია. ეს ბავშვები გადანაწილეს სხვადასხვა საჯარო სკოლებში, სადაც მათთვის შესაბამისი განათლების პედაგოგებიც კი არ ჰყავთ", - აღნიშნა ლორთქიგანიძემ.
ამასთან, დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, ასევე განათლებისა საპარლამენტო კომიტეტს მიმართა, რომ დღეს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებამდე მიაწოდონ ინფორმაცია, რას უპირებენ სკოლის გარეშე დარჩენილ 144 ბავშვს.
„ბატონო დავით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მოგმართათვთ თხოვნით დაინტერესდეთ საკითხით, რომ ეს ბავშვები განათლების მიღების გარეშე არ დარჩნენ", - მიმართა ბაქრაძეს ლორთქიფანიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ სკოლის შესახებ ინფომაციას წერილობით მიაწვდიან აუცილებლად დაინტერესდება.