სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰეფაიას საარტილერიო დაცხრილვა განახორციელეს, ეს ქალაქი ჰამას პროვონციაში მდებარეობს. დაღუპულია 20 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ უფლებების დამცველებზე ავრცელებს.
სააგენტო ასევე იუწყება, რომ ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.
სააგენტო ასევე იუწყება, რომ მოკლულთა შორის 18 პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად სხვა და სხვა მონაცემებით უკვე დაღუპულია 7,5 ათასი ადამიანი. გაეროს მონაცემებით კი დაღუპულთა რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს.