პარლამენტის პელნარულ სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მათი ოპოზიციონერი კოლეგები ცდილობენ, მათთან დებატებში შეითრიონ.
„ჩვენ ამას შეგნებულად თავს ვარიდებთ. უბრალოდ რჩევა მინდა მივცე, რომ მაინც და მაინც დიდი მილოდინებს მათი შესაძლებლობების თაობაზე მომავალ დებატებთან დაკავშირებით ნუ შექმნიან", - განაცხადა თარგამაძემ.
უმცირესობის ლიდერის შეფასებით, ადგილების და მიკროფონების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს ადამიანები იგივენი არიან როგორებიც თორთლაძის ფრაქციაში იყვნენ და როგორებიც ახლა ბაღათურიას ფრაქაციაში არიან.
„რაც შეეხება მეორე მოლოდინს , რომ რაღაც განსაკუთრებული აქვს ამ ხალხს საკეთებელი და თურმე ვინმე უშლის და მათ შორის შეიძლება „ქრისტიან-დემოკრატები", ამ დროს სულ ერთი გამონათქვამი მახსენედება „ქათამი ისე კრიახობსო, რომ გეგონება კვერცი კი არა პლანეტა დაედოსო", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციისთვის უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა".