საქართველოს ხელისუფლება მარქსისტულ-ლენინური იდეების ხორცშესხმაზე გადავიდა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
ვეფხვაძის შეფასებით, მთავრობას მორიგი კონგენიალური იდეა გაუჩნდა, რეფორმების ექსპორტის სააგენტოს შექმნის სახით.
„სკეპტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური დებატები მხოლოდ ბოლის გამოშვებაა, მაგარამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჩვენი მხრიდან არის პროგრამული დებატები, ორიენტირებული შედეგზე. აქვე გამოჩნდება, რომ ხელისუფლება არ არის ორიენტირებული მოქალაქეებზე და მათ კეთილდღეობაზე, არამედ მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციონალურ განვითარებაზე. ამის მაგალითად მთავრობას მორიგი კონგენიალური იდეა გაუჩნდა, რეფორმების ექსპორტის სააგენტოს შექმნის სახით, რითაც თანდათან მარქსისტებს ემსგავსებით", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რეფორმების ექსპორტის დროს არ უნდა დაავიწყდეს ხელისუფლებას, რომ ინსტრუქციის სახით მიაყოლოს, რაც ხდებოდა პატრულის რეფორმის პირველ დღეებში, რობაქიძისა და სხვა შემთხვევების სახით.
„არ დაგავიწყდეთ ელიტური კორუფციის შესახებაც, რომ მონოპოლიების შექმნაა საჭირო, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უნდა მართავდეს ქვეყანას. როცა გვეუბნებიან, რომ მთის პრობლემებზე დამატებითი ფულის გამოყოფა, გრანტების გაზრდა სტუდენტებისათვის ან რეგიონალური პროგრამების განვითარებისთვის თანხის გაზრდა შეუძლებელია, ასეთ აბსურდულ იდეებს არ უნდა ხმარდებოდეს ბიუჯეტის ფული", - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ თუ არსებული ხელისუფლება ვერ აკეთებს ვერაფერს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ამას გააკეთებს სხვა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს საგენტო, რომლის მთავრი მიზანი იქნება ქართული რეფორმებისა და ინოვაციოების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს კორდინირებულად ინფორმაცია, ასევე, ცალკეულ, დაინტერესებულ სახელმწიფოებში მოახდინოს მათი გავრცელების უზრნველყოფა.