საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ხელისუფლება ტყუის, როდესაც ამბობს, რომ პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის ფული არ აქვს.
ამის შესახებ თარგამაძე დღეს, პარლამენტის პელენარულ სხდომაზე პეტრას ციხე-ქალაქის გასხვისებასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ აჭარის ზღვისპირეთი გადაიტენება ტურისტებით, რომ არც სასტუმრო ეყოფათ და ღირსშესანიშნაობების დასათვალირებლად რიგები იდგება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტიცია ჩადებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაში აუცილებლად მოუტანს სარგებელს, როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივ თვითმართველობას.
"ამ დროს ქობულეთის თვითმართველობას არაფერს არ ეკითხებიან. სრულიად შემთხვევით ვიგებთ, რომ სახელმწიფო ამზადებს გადაწყვეტილებას პეტრას ციხის უცხოელისთვის მართვის უფლებით გადაცემაზს და გევუბნებიან, რომ არ აქვს თურმე ბიუჯეტს ფული, რომ საკუთარ ისტორიას მოუაროს. ტყუილია ეს! ამის მაგალითია იგივე აჭარა და ბათუმი. ბათუმის ბიუჯეტმა ერთი 700 ათასი ლარი გადაიხადა საათზე, რომელიც იმიტომ ღირს ამდენი, რომ სატელიტზე სწორდება, ასევე კაჩინსკების ახლადგახსნილი ხევანის ბოლოში უზარმაზარი თაღი 5 მილინი ნახევარი ჯდება. მხოლოდ ამ ორი რამისთვის - საათისთვის და გაუგებარი არქიტექტურიული დანიშნულების თაღისთვის 7 მილიონზე მეტია დახარჯული და თქვენ იძიახით, რომ პეტრას ციხისთვის ფული არ აქვს სახელმწიფოს?!", - მიმართა თარგამაძემ უმრავლესობას.
მისივე შეფასებით, სახელმწიფოს ფული აქვს თუმცა, ხელისუფლება მას პრიორიტეტების შესაბამისად არ ხარჯავს.
„მოუწოდებ ხელისუფლებას გადახედოს ამ ხელშეკრულებას და პეტრას ციხე არ გასხვისდეს", - განაცხადა თარგამაძემ.