საქართველოში მონოპოლიები, რომ იყოს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ეკონომიკა ვერ გაორმაგდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„ბოლო წლებში, როდესაც რეგიონში სხვა ქვეყნების ეკონომიკა იკუმშება, მცირდება 4-5-6%-ით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ეს სტატისტური ციფრებია და მომავალში, დარწმუნებული ვარ, ეს გადაითარგმნება ხალხის კეთილდღეობაში," - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვა 5-6 წლის წინ 2 მილიარდი იყო, დღეს კი 9 მილიარდია.
„ეს იმის მაჩვენებელია, რომ გვაქვს არა მონოპოლიური, არამედ, გახსნილი და ლიბერალური ეკონომიკა", - მიაჩნია უმრავლესობის ლიდერს.