"პუტინმა 4 მარტის არჩევნებში თავი შესაძლოა გამარჯვებულად გამოაცხადოს, მაგრამ ის უკვე წაგებულია", _ რუსეთში ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" არასამართლიანად და არაკანონიერად მოიხსენიებს.
დეივიდ კრამერის განცხადებით, ამის უფლებას მას წინასაარჩევნოდ რუსეთში დაფიქსურებული არაერთი დარღვევა აძლევს. რუსეთში მიმდინარე მოვლენები ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ საგანგებო განხილვაზე გააკრიტიკა.
მთავარ დარღვევებად რუსეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფა, კორუფცია, სასამართლო სისტემასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეწოლა დაასახელა.
"ალბათ ვლადიმერ პუტინი ამ კვირას საკუთარ გამარჯვებას გამოაცხადებს, მაგრამ ჩემი აზრით ის უკვე წაგებულია. მან წააგო სამი მნიშვნელოვანი ასპექტი. ლეგიტიმურობით, როგორც რუსეთის რეალიურად არჩეულმა პრეზიდენტმა მან წააგო იმ შიშის გამო, რომელიც მისი პრეზიდენტობის 10 წლის განმავლობაში ჩაუნერგა ხალხს. წააგო ასევე იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი ბუნდოვანია, რაც რუსულ პოლიტიკას უკავშირდება. ვლადიმერ პუტინის ყველაზე ლიბერალურ კონკურენტს გრიგორი იავლინსკის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, ვნახეთ ზეწოლა დამოუკიდებელ ორგანიზაცია "გოლოსზე" რომელიც მოვლენებს აკვირდება. სევე უნდა ავღნიშნო "ეხო მოსკვის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები", _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" დირექტორი დეივიდ კრამერი.