უახლოეს ხანებში წყალტუბოდან ბათუმში ჩასვლა მცირე სამგზავრო დირიჟაბლი `ოქროს საწმისით~ გახდება შესაძლებელი, რომელიც წყალტუბოს მღვიმის ტურისტების გარდა, ქუთაისსა და ბათუმში გადაფრენის მსურველებსაც მოემსახურება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, იგი მფრინავი რეკლამაა იქნება და საზღვაო სეზონის დროს მან პლაჟის აკვატორიაში უნდა იფრინოს, რათა ახალი პროდუიქტის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს.
ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ანალოგიური მცირე ზომის დირიჟაბლები დაფრინავენ გერმანიის ქალაქებს შორის.
"საქართველოს სარეკლამო პროდუქციასაც ეს მეტ სიცოცხლეს შესძენს და ტურიზმს უფრო მომხიბვლელს გახდის. Kკომერციული გადაფრენები ბათუმი-ქობულეთი-ურეკი, ფოთი-პალიასტომი-რიონის ხეობა-ქუთაისი-წყალტუბო, ფაქტიურად არგონავტების გავლილი გზაა. რეისი დილის 9 საათზე უნდა გავიდეს ბათუმიდან და როდესაც ზღვაზე ყველაზე მეტი ხალხია მაშინ უნდა გადაუფრინოს პლაჟებს. დაახლოებით 12 საათზე დირიჟაბლი უნდა იყოს ტურისტულ ცენტრში. აქ ცენტრში ყოფნის 3 საათი(დათვალიერება და სადილი) უნდა გამოვიყენოთ ქუთაისში რეისის შესასრულებლად. დღის 3 საათზე დირიჟაბლი ბრუნდება ბათუმში და პლაჟებს ისევ ხალხმრავლობისას გადაუფრენს. შესაძლებელია დირიჟაბლიდან ჩამოვყაროთ სარეკლამო ფურცლები. 6 საათზე იგი ბათუმშია და დაიცდის მეორე დღის 9 საათამდე", _ განუცხადეს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის დეპარტამენტში.