2009 წელს ღვინის მწარმოებელი კომპანია "თბილღვინოს" გაყიდვების მაჩვენებელი 8 %ით გაიზარდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, 2009 წელს ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე მთლიანობაში 1 მლნ. 300 ათასი ბოთლი ღვინო გაიყიდა, საიდანაც ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ 100 ათასინ ბოთლის რეალიზება მოხდა.
2009 წელს "თბილღვინომ" პროდუქციის ექსპოერტი 19 ქვეყანაში განახორციელა, მათ შორის ყაზახეთში, ლიტვაში, უკრაინაში, ჩინეთში. დღეისათვის "თბილღვინიო" ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპაარკებებს დანიაასთან და სინგაპურთან აწარმოებს, სადაც პირველი პარტიის გადაზიდვას უახლოეს ხანებში ვარაუდობს. "თბილღვინო" 35 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასიც საქსპორტო ბაზრებზე 88 ცენტიდან 18 ევრომდე მერყეობს.