რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი თავის მორიგ სტატიაში კვლავ აცხადებს, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა. ვლადიმერ პუტინი ასევე აცხადებს სირიასა და ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციების მიუღებლობის შესახებ.
რიგით მეშვიდე, ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო სტატია საგარეო პოლიტიკისადმია მიძღვნილი და იგი "მოსკოვსკიე ნოვოსტი"-შია გამოქვეყნებული. სტატიის სახელწოდებაა - "რუსეთი და მსოფლიო რომელიც იცვლება". მასში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აფასებს რუსეთის როლს თანამედროვე მსოფლიოში და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.
კერძოდ, ვლადიმერ პუტინი წერს: "ჩვენი თანამიმდევრული ამოსავალი წერტილი ჩვენი ინტერესები და ჩვენი მიზნები იქნება და არა ვინმეს მიერ ნაკარნახევი გადაწყვეტილებები".
სტატიაში ვლადიმერ პუტინი ასევე აფასებს "არაბულ გაზაფხულს" და სოციალურ ქსელებს:
"შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტი, სოციალური ქსელები, მობილური ტელეფონები ... ტელევიზიასთან ერთად როგორც საგარეო, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ეფექტურ ინსტუმენტად იქცნენ. ეს ახალი ფაქტორია, რომელიც გააზრებას საჭიროებს იმისათვის, რომ წინ იქნეს წაწეული ინტერნეტში არსებული თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობა, უნდა შემცირდეს რისკი, რომელიც ტერორისტებისა და ბოროტმოქმედების მიერ მისი გამოყენებით იქნება განპირობებული", _ წერს ვლადიმერ პუტინი.
შიდა საქემეებში ჩაურევლობა - რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ გამოთქვამს თავის აზრს ნატოს გაფართოების შესახებ.
"საერთოდ არ შევეხებოდი ამ თემას, ამგვარი თამაშები უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან, რომ არ მიმდინარეობდეს, ისინი რომ ჩვენს უსაფრთხოებას არ არყევდნენ და მსოფლიოში სტაბილურობის წინააღმდეგ, რომ არ მუშაობდნენ", _ წერს პრემიერი.
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს და არ აპირებს უარი თქვას თავისი საგარეო პოლიტიკის იმ პრინციპებზე, რომელიც ამ კურსს უდევს საფუძვლად.
"ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურ კურსს საყოველთაო უსაფრთხოების გამყარებისათვის, კონფრონტაციაზე უარის თქმისათვის და ეფექტური წინააღმდეგობის გაწევისათვის ისეთი გამოწვევებისათვის როგორიც არის ბირთვული იარაღის გავრცელება, რეგიონალური კონფლიქტები და კრიზისები, ტერორიზმი და ნარკოსაფრთხე", _ ნათქვამია სტატიაში.
"ვესწრაფვით იმას, რომ ახალი მსოფლიო სისტემის ფორმირება, რომელიც თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობებს ეფუძნება, თანდათან მოხდეს, უსარგებლო რყევების გარეშე", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
"არაბული გაზაფხულის" გაკვეთილი - "უსარგებლო რყევებში" რუსეთის პრემიერი "არაბული გაზაფხულის" მოვლენებს გულისხობს, რომლებმაც გარკვეული დროის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინის აზრით თვისი ვექტორი მთლიანად შეიცვალა.
"რიგი სახელმწიფოები, ჰუმანიტარული ლოზუნგების საფარქვეშ ავიაციის გამოყენებით გაუწორდნენ ლიბიის რეჟიმს. და როგორც აპოთეოზი - სასტიკი სცენა არა თუ შუასაუკუნეების არამედ ერთგვარად პირველყოფილურად ანგარიშის გასწორება კადაფთან", _ წერს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია "ლიბიის სცენარის განმეორება სირიაში" და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ერთგული რჩება მშვიდობიანი ხელშეკრულებებისა "საერთოსირიული შერიგების მიღწევისა".
"მწარე გამოცდილებების გათვალისწინებით, ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ისეთი რეზოლუციების მიღებისა, რომელსაც კენჭი გაეროს უშიშროების საბჭოში ეყარათ და რომელიც იქნებოდა სიგნალი სირიაში მიმდინარე შიდა პროცესებში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის შესახებ. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა რუსეთი, როდესაც ჩინეთთან ერთად თებერვლის დასაწყისში არ დაუშვა რეზოლუციის მიღება, რომელიც სირიის შიდა კონფლიქტში ძალადობრივ ქმედებებს მისცემდა სტიმულირებას", _ წერს ვლადიმერ პუტინი და აღნიშნავს, რომ "დემოკრატიის დანერგვის მცდელობები ძალოვანი მეთოდების გამოყენებით, ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. ფსკერიდან დგება სხვა და სხვა ძალა, მათ შორის რელიგიური ექსტრემისტები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის განვითარების მიმართულებისა და ხასიათის შეცვლას".
ამას გარდა, ვლადიმერ პუტინი სტატიაში ასევე ყურადღება სამახვილებს ახალ საერთაშორისო პრობლემაზე - ირანზე, რომლისადმი დამოკიდებულება მას განსხვავებული აქვს. ვლადიმერ პუტინი წერს, რომ მას აშფოთებს და აწუხებს ის, რომ თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამ ქვეყანაზე სამხედრო დარტყმა იქნება მიყენებული.
"ირანისა და სირიის საკითხები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.