დაღესტნის ტყეში ხუთი მოკლული ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მათი დაბადების წლებია - 1971, 1983, 1986, 1983 და 1984 წწ. ყველა მათგანი სავარაუდოდ მონადირეა, ისინი სოფელ კარაბულახკენტის მაცხოვრებლები არიან.
"ცხედრები მავთულით იყო შეკრული, არის ალბათობა იმისა, რომ ცხედრები დანაღმული იყოს, ამიტომაც შემთხვევის ადგილზე განმნაღმველებიც გავიდნენ. ამას გარდა, იქ მუშაობს ოპერატიულ-სამძებრო ბრიგადა", _ იუწყება რუსული მედია.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია აღნიშნავს, რომ მდგომარეობა დაღესტანში ბოლო დროის განმავლობაში მძიმე რცება. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკაში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.