ხვალ, 28 თებერვალს, 18:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ ,,მუზაში" მწერლის, კინომსახიობის, ქორეოგრაფის, სპორტსმენისა და კინო-რეჟისორის გივი სიხარულიძის საიუბილეო-შემოქმედებითი საღამო მოეწყობა.
28 თებერვალს გივი სიხარულიძეს 68 წელი უსრულდება.
საღამოზე მწერალი რამდენიმე ახალი წიგნის - ,, არაბულა", ის+მე", ,, იამური-წვიმის წვეთი" პრეზენტაციას გამართავს.
გივი სიხარულიძე თოთხმეტი წიგნის ავტორია. მიღებული აქ სხვადასხვა სახის ჯილდოები და საერთაშორისო პრემიები. არის ნ. ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი.