სირიის სამთავრობო ძალები ქვეყნის ჩრდილოეთით შეტევას აგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ბინნიშის მიმართ უკვე ერთი საათია საარტილერიო დაცხრილვა მიმდინარეობს. "სირიის სამთავრობო ჯარები ისვრიან საზენიტო და საარტილერიო იარაღებიდან იმ ტერიტორიების მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს", _ იუწყება "ბი-ბი-სი".
მათივე ინფორმაციით, ბინნიშის მოსახლეობა დაახლოებით 40 ათას ადამიანს შეადგენს.