„ქრისტიან-დემოკრატებს" „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილბების პაკეტი უკან გააქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" წერი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პოზიციას დღევანდელ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირებს.
სავარაუდოდ „ქრისტიან-დემოკრატების" მხარს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს, რომელებმაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებები მოამზადეს.
როგორც ცნობილია, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების" მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, პარტიის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულებებისა და კანონით დაშვებული სხვა ფორმებით მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ასევე, უნდა დაზუსტებულიყო „დაკავშირებული პირის" განმარტება და პარტიებს დღესასწაულებზე დასარიგებელი საჩუქრებზე დასახარჯი თანხის ოდენობა 3000 ლარიდან 60 000 ლარამდე უნდა გაზრდოდათ.