ხვალ, 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარსდგება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტი პარლამენტში დღის მეორე ნახევარში მივა.
როგორც ნუგზარ წიკლაური აცხადებს, უკვე გადაწყვეტილია რომ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ მოვა. თუმცა დანარჩენი დეტალები დღეს ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ რომ პრეზიდენტი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე გამოდის. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართება.