ფრანკფურტის აეროპორტში ხუთდღიანი გაფიცვა დაიწყო. ევროპის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში მუშაობა მოძრაობის კოორდინატორებმა, კონტროლიორებმა და დისპეტჩერებმა კვლავ შეწყვიტეს.
გაფიცვა აეროპორტში 17 თებერვალს დაიწყო, თუმცა შაბათს ერთი დღით მუშაობა კვლავ განახლდა. ახლა პროფკავშირების წევრები კვლავ გაფიცულები არიან. აეროპორტი შეფერხებებით ხუთშაბათამდე იმუშავებს.
თანამშრომლები ხელფასების მომატებასა და სამუშაო დღის შემცირებას ითხოვენ, რაზეც აეროპორტის დირექცია უარს აცხადებს.