ჩინეთმა უარყო აშშ-ის კრიტიკა სირიის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინის პოზიციის გამო.ჩინეთის ოფიცილურ კომენტარში აღნიშნულია, რომ აშშ-ს ერაყის შემდეგ არ აქვს უფლება არაბულ ქვეყნებზე პასუხისმგებლობა იკისროს.
პეკინი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბასარ ასადს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაატაროს რეფორმები და შეწყვიტოს სისხლისღვრა.
გუშინ სირიაში მიმდინარე დაპირისპირების მიუხედავად ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა.
ახალი კონსტიტუცია სამი თვის განმავლობაში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.