რუსთავის სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში შვიდმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "არას" თავჯდომარემ ლევან ჩიტაძემ განუცხადა, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, ვახტანგ მაისაია, თემურ ჟორჟოლიანი, რამაზ სამნიძე, ანზრო მეზვრიშვილი და ჯერლიდ ძარია ერთი დღის განმავლობაში სიმბოლურად იშიმშილებენ.
"6 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა "ნულოვანი ტოლერანტობა", რომელიც კანონში 26 თებერვალს აისახა და პოლიტპატიმრები სწორედ ამ 6 წლისთავს აპროტესტებენ, რადგან ამ რეჟიმის პოლიტიკას აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან უამრავი უსამართლო ქმედება მოჰყვა", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, "ნულოვანი ტოლერანტობის" გამოცხადების შემდეგ, რეჟიმის მიერ ქუჩაში მოკლულ იქნა 96 უდანაშაულო ადამიანი, პოლიტპატიმრების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, პატიმრების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია, უკანონოდაა დაპატიმრებული ასობით ადამიანი, საბყრობილეებში წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაიღუპა 400-მდე ადამიანი.
"საქართველოს მოსახლეობა დღემდე იმკის ვარდების რევოლუციის მახინჯი გამოვლინებების შედეგებს", - აღნინშა ჩიტაძემ.