სირიაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ბაშარ ასადის რეჟიმი იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის მეშვეობით შეძლებს საპორტესტო მუხტის დაგდებას. ოპოზიცია რეფერენდუმს ფარსს უწოდებს და მოსახლეობას მისი ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში მმართველი პარტია მონოპოლიის შეცვლის და ქვეყანას მრავალპარტიულ სისტემაზე გადაიყვანს. იმ სემთხვევაში თუ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ახალი კონსტიტუციის პროექტი მოწონებული იქნება, სამი თვის ვადაში ქვეყანაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რის პირობასაც სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება დებს.
ქვეყანაში გახსნილია 13 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი და ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას 14 მლნ. ადამიანი მიიღებს. ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გასულ წელს მოითხოვდა, მაშინ როდესაც საპიროტესტო აქციები ჯერ კიდევ არ იყო აქტიურ ფაზაში. ამჟამად, ისინი მიიჩნევენ, რომ კომპრომისების დრო დასრულდა და ბაშარ ასადი, რომელმაც ვითარების ესკალაცია მოახდინა, უნდა წავიდეს.