სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედაგად, გუშინ, 26 თებერვალს, 94 ადამიანია მოკლული, მათ შორის 68 სამოქალაქო პირი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ლონდონში განთავსებული უფლებათადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაცია აზუსტებს, რომ 24 სამოქალაქო პირი ალყაშემორტყმულ ქალაქ ჰომსში დაიღუპა, 8 კი მის შემოგარენში. ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში შეტაკებების შედეგად მოკლულია 23 სამხედრო მოსამსახურე, "როიტერის" ინფორმაციით კი, მხოლოდ 25 თებერვალს ჰომსში 103 ადამიანი დაიღუპა