აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ "უპრეცედენტო" უწოდა ქაბულში, შსს-ს შენობაში, კოალიციური ძალების ორი უფროსი ოფიცრის მკვლელობას.
პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აშშ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა მოძრაობამ ტალიბანმა აიღო, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული არის შურისძიება გასულ კვირას აშშ-ს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის გამო.
ავღანეთში კოალიციიის გაერთიანებული ძალების სარდალმა ჯონ ალენმა მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთის სახელმწიფო სტრუქტურებიდან ISAF-ის წარმომადგენლების სრული გამოწვევის შესახებ.