ეგვიპტის პარლამენტის ზედა პალატაში უმრავლესობა, რადიკალური ისლამის მიმდევარმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიპოვეს. ისმლამისტებმა ზედა პალატაში 270-დან 150 მანდატი მიიღეს.
105 მანდატი მიიღო თავისუფლებისა და სამართლიანობის პოლიტიკური ფრთის რადიკალურმა დაჯგუფებამ -"ძმები მუსულმანები", ხოლო 45 ადგილი პარტიამ "ან-ნურმა". მესამე ადგილზე გასულმა ლიბერალურმა პარტიამ "ვაფდმა" 14 მანდატი მოიპოვა, მეოთხეზე კი, 8 მანდატით, სოციალ-დემოკრატები - „ეგვიპტის ბლოკი", გავიდა.
დარჩენილი მანდატები კი, სხვა პარტიებს შორის გადანაწილდება.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აბდელ მოიზ იბრაგიმის განცხადებით, არჩევნებზე აქტივობამ 10% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები მაჩვენებელია სახალხო კრების - ქვედა პალატის არჩევნებთან მიმართებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ზედა პალატა საკანონმდებლო უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ისლამისტები ეგვიპტეში მნიშვნელოვნად იკრეფენ ძალებს.