ნატომ ავღანეთის სამინისტროებში დასაქმებული ყველა თავისი თანამშრომლის გამოიწვია. ავღანეთში ISAF-ის ძალების მეთაურმა ჯონ ალენმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქაბულში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე შეტევის შდეგად ნატოს ორი ამერიკელი მრჩევლი მოკლეს.
"უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღე სასწრაფო გადაწყვეტილება ქაბულის სამინისტროებსა და მის ფარგლებს გარეთ დასაქმებული ISAF-ის სრული პერსონალის გამოწვევის შესახებ", - განაცხადა ჯონ ალენმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ყურანი დაწვეს. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანეთის პრეზიდენტს ამერიკელი სამხედროების ქმედების გამო ოფიციალურად ბოდიში მოუხადა, თალიბები და ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციაზე და გაეროს წარმომადგენლებზე თავდასხმებს განაგძრობენ.