ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის მისეულ ხედვა შეიძლება მივიღოთ, გთხოვთ, ხმამაღლა თქვათ, - - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გორში დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა აზრის მიმართ არის ტოლერანტობა. თუცა საქართველოში პუტინის მომხრეებს მოუწოდა, რომ მათ შეუძლიათ უმღერონ პუტინს, მაგრამ არ შეუძლიათ ეს პოზიცია ხალხისგან დამალონ.
"ჩვენ პუტინის ჯარისკაცების მიერ ვართ ოკუპირებული და იმის მიუხედავადაც, რომ 500 ათასი დევნილი პუტინის მიერ განხორციელებული ეთნოწმენდის მსხვერპლია.მიმაჩნია, რომ პუტინის მომხრეობა არც კარგია, არც მორალური და არც პოპულარული - მაგრამ ეს ლეგალურია, ნებადართულია და ჩვენთან ამის მიმართ კანონი ტოლერანტულია. ასე რომ, ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის მისეულ ხედვა შეიძლება მივიღოთ, გთხოვთ, ხმამაღლა თქვათ. შეგიძლიათ წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს, როგორც ეს ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა გააკეთა. შეგიძლიათ, კარგი ურთიერთობა გქონდეთ რუსეთის ამ მთავრობასთან და ლიდერებთან და თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ეს პოზიცია ხალხისგან დამალოთ.თქვენ არ შეგიძლიათ, როგორც ანდაზა ამბობს, ორ სკამზე ერთდროულად ისხდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.