ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში, საპროტესტო აქციისას სამართალდამცველებმა ერთი დემონსტრანტი მოკლეს. ამის შესახენ ინფორმაციას პროვინციის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
დემონსტრანტები ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ყურანის დაწვას აპროტესტებდნენ.
როგორც როიტერი იუწყება, საპროტესტო აქცია გაბრაზებულ ასეულობით დემონსტრანტსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ამერიკელი ჯარისკაცების დასაგმონი აქციები გარდა ლოგარისა, სხვადასხვა პროვინციებში იმართება ყოველდღიურად.
გუშინ, შეტაკებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანიც.