ტუნისის პრეზიდენტმა თავის სირიელ კოლეგას ბაშარ ასადს ოჯახთან ერთად რუსეთში წასვლა ურჩია. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ყველას (პრეზიიდენტს და მისი ოჯახის წევრებს უნდა მიენიჭოთ იმუნიტეტი).
„სამართლიანობა მის მიმართ შეიძლება არ დადგეს, მაგრამ სირიელი ხალხის სიცოცხლე ამჟამად სამართლიონაბაზე მაღლა დგას", - განაცხადა მარზუკიმ ტუნისში გამართულ კონფერენციაზე - „სირიის მეგობრები", რომელშიც მონაწილება 70-ზე მეტმა სახელმწიფომ მიიღო.
ტუნისის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარი კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის პოვნაა და მის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი გახდება სისხლისღვრის შეწყვეტის მიზეზი.