სირიის ერთ-ერთი მათავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ტუნისში მიმდინარე სირიის მეგობარი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს იარაღის დახმარების თხოვნით მიმართა.
„თუ მმართველი ძალა არ შეწყვეტს სისხლისღვრას და არ მიიღებს არაბული სახელმწიფოოების ლიგის წინადადებებს, მაშინ „სირიის მეგობრებმა" ხელი არ უნდა შეშალონ ცალკეულ ქვეყნებს ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებაში და ოპოზიციის მოხალისეების სამხედრო მომზადებაში", - ნათქვამია სირიის ნაციონალური საბჭოს განცხადებაში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტუნისის კონფერენციის მონაწილეები - აშშ, ევროკავშირი და არაბული სახელმწიიფოების ლიგა ბაშარ ასადისგან მოითხოვს დაუყონებლივ შეწყვიტონ სამხერდო მოქმედებები და გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონებისთვის.
სავარაუდოდ, კონფერენციის მონაწილეები სირიისთვის სანქციების გაამკაცრებასაც მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებმაც ასევე დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.
2011 წლის მარტში სირაიში დაწყებულ არეულობას უკვე შეეწირა 6 ათასამდე ადამიანი.