ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატის კარლო კოპალიანის მტკიცებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ მათ ფრაქაციას დამატებით დროს იმიტომ არ აძლევენ, ხომ ხელისუფლებას ეშინია.
ამის შესახებ კოპალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ ხელისუფლებაში ასეთი მაგრები არიან, ჩვენი ფრაქციის წევრების 15 წუთიანი გამოსვლის რატომ ეშინიათ? ხელს გვიშლიან და გვებრძვიან, რომ სიმართლე არ ვთქვათ. თუმცა, 15 წუთში პრეზიდენტს პირში სიმართლეს მაინც ვეტყვით," - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები კუთვნილ დროს „ქართუ ოცნებას" დაუთმობენ, რომლის სახელითაც „თავისუფლელი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გამოვა.
ამასთან, ფრაქციაში კუთვნილ დროს „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ სახელდება.