რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშუალის ჩადენაში საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური „დაბოლების" მცდელობაა.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„მარკინის კომიტეტის განცხადება სასაცილოა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, როგორც ტალიავინის, ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში დადასტურებულია, როგორ იძლეოდა ნინძაევი ქართული სოფლების განადგურების ბრძანებას", - აღნიშნა დავითაიამ.
მისივე თქმით, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული ამას ევროკავშირის, ევროსაბჭოს და აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუციებიც ადასტურებს.
„2008 წლის ომის დროს ქართულ მხარეს არც ერთი ოსური და აფხაზური სოფელი არ გადაუწვია. ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაშია ასახული. რუსეთის მხრიდან კი მსგავსი განცხადებები არის პოლიტიკური „დაბოლების" მცდელობა", - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
ამასთან, დავითაიას მიაჩნია, რომ რუსული მხარის გააქტიურება საერთაშორისო სასამართლებში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელსაც უკვშირდება, რადგან კრემლს მსგვსი განცხადებებით თავის გამართლება სურს.
შეგახესნებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში" ადანაშაულებს.