აშშ მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობის გარეშეც, "სირიის მეგობარი ქვეყნების" შეხვედრის დროს ასადის რეჟიმს "საკმაოდ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის". შესაბამისი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა გააკეთა.
"გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციისათვის ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, როდესაც ორმა ქვეყანამ საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა,ხოლო დანარჩენებმა სირიელ ხალხს დაუჭირეს მხარი. არც არაფერი არ შეცვლილა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი განზრახვის შესახებ შევქმნათ "სირიის მეგობარი ქვეყნების ჯგუფი", რასაც ახლა ვაკეთებთ კიდეც",- აცხადებს ტონერი.
მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში მიმიდინარე კენჭისყრის დროს 70 -ზე მეტმა ქვეყანამ განაცხადა, რომ სირიელ ხალხს უჭერდა მხარს.
„ ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ასადზე ძლიერ ზეწოლას განახორციელებს", - განაცხადა ტონერმა.
ამასთან ერთად, ტონერმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უარი თქვეს "მეგობარი ქვეყნების" შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე.
კონფერენცია "სირიის მეგობრები" დღეს ტუნისში იმართება.