სირიის ქალაქ ჰომსში დაჭრილი ფრანგი ჟურნალისტი, ედიტ ბუვიე, ქვეყნიდან ევაკუაციას ითხოვს. შესაბამისი განცხადება მან Youtube-ზე ვიდეომიმართვით გაავრცელა.
ბუვიეს თქმით, მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია.
ჟურნალისტი იმ თავდასხმისას დაიჭრა, როდესაც მისი თანამემამულე რემი ოშლიკი და ამერიკელი ჟურნალისტი მერი კოლვინი დაიღუპნენ.