ერაყში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტულმა დაჯგუფება "ალ -ქაიდამ" აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ისლამისტურ ინტერნეტ-გვერდზე გავრცელებულია "ალ ქაიდას" წარმომადგენლების მიმართა, რომელშიც ისინი თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას ტერაქტების სერიაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერაყის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში თითქმის ერთდროულად რამდენიმე ტერაქტი მოხდა. აფეთქებების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.