საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძის შეფასებით, მოსამართლეების დიდი ნაწილის შინაგანი რწმენა პროკურატურაა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მოსამართეები გადაწყვეტილებას კანონით და შინაგანი რწმენით უნდა იღებდნენ, თუმცა ხშირად ეს ასე არ ხდება.
„მოსამართლეების შინაგანი რწმენა დღეს პროკურორია. ყველა მოსამართლეზე არ ვამბობ, მაგრამ, მოსამართლეების 90%-ს პროკურატურის „სწამს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.