თბილისში ლეიშმანიოზის შემთხვევებია დაფიქსირებული. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ამ დიაგნოზით 7 თვისა და წლინახევრის ბავშვები მოათავსეს.
პატარა პაციენტები სტაციონარი მაღალი სიცხით მიიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პარაზიტოლიგიის ცენტრში ამ დროისათვის ლეიშმანიოზის დიაგნოზით 13 პაციენტი მკურნალობს. მძიმე რჩება 34 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გასულ წელს საქართველოში ლეიშმანიოზის სულ 170 შემთხვევა დაფიქსირდა.