ვენესუელის ლიდერი უგო ჩავესი კუბაში კიბოს კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს. პარლამენტმა ჩავეს ქვეყნის ხუთი დღით დატოვების უფლება მისცა. ჩავესმა განაცხადა, რომ სიმსივნე სავარაუდოდ ავთვისებიანია და არჩევნების წინ იგი ვერ შეძლებს სრული დატვირთვით მუშაობას.
ადრე ჩავესი ამტკიცებდა, რომ სრულად განიკურნა და მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დგას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩავესს კუბაში სიმსივნე ამოაჭრეს, რის შემდეგაც მის რეაბილიტაციას სამ თვემდე დასჭირდა.